“ელჩების, დონორი ორგანიზაციების დუმილი მიუთითებს, რომ სოლიდარული არიან დესტრუქციული ქმედებებისა, რომლებიც მათი დაფინანსებული პროექტების საფუძველზე ხორციელდება” – მიქანაძე

“ელჩების, დონორი ორგანიზაციების დუმილი აქტივისტების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე, კონკრეტული ადამიანების ბულინგზე, ზიზღის ენის გამოყენებასა და სხვა საკითხებზე, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ისინი სოლიდარული არიან იმ დესტრუქციული, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა, რომლებსაც მათი დაფინანსებული პროექტების საფუძველზე კონკრეტული აქტივისტები, რადიკალები ახორციელებენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„საფრანგეთის საელჩო კანონის ამოქმედებამდე ერთი საათით ადრე აძლევს დაფინანსებას ორგანიზაციას და ეს ორგანიზაცია საზოგადოებისთვის ცნობილია, რადგან ის დაკომპლექტებულია „ნაცმოძრაობის“ აქტივით და რადიკალიზმით გამორჩეული პირებით, როგორიცაა გიორგი კანდელაკი და სხვა აქტივისტები. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეს ადამიანები კვლავაც რჩებიან იმ ნარატივზე, რომელიც დაკავშირებულია რადიკალური აქტივისტების წახალისებასთან და არა იმ პროცესებთან, რომლებიც კანონის უზენაესობის, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების საქმიანობის პატივისცემის და ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემაზეა ორიენტირებული“, – აღნიშნა მიქანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები