დღეს რუსეთის ავიაციამ ქალაქ ხერსონზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც დაიღუპა 1 და დაშავდა 5 ადამიანი.
“დაშავებულებს შორის არის ერთი მოზარდი. 15 წლის ბავშვმა მძიმე ჭრილობები მიიღო. ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან”, – წერს ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური, რომან მროჩკო.
ამასთან, ოკუპანტებმა ქალაქი ნიკოპოლი არტილერიით დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა მაღაზია, კაფე, კერძო სახლები, დამხმარე შენობები, ავტოსადგომი და ავტობუსის გაჩერება.