ელისო ჩაფიძე: საქართველო ზოგადი განათლების კუთხით ბოლო ადგილზეა

საერთაშორისო კვლევების მიხედვით, საქართველო ზოგადი განათლების კუთხით ბოლო ადგილზეა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა. დეპუტატის განცხადებით, საგანგაშო კვლევის გამო, განათლების სამინისტრომ სკოლამდელ დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული პროგრამის შექმნაზე მუშაობა უკვე დაიწყო. მისივე თქმით, ასევე მუშაობა მიმდინარეობს 5 წლის ბავშვებისთვის მოსამზადებელი სტადიების შექმნაზე, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტები და ადგილობრივი კადრები იქნებიან ჩართულები.
„სასკოლო ასაკისთვის მოზარდები მომზადებულები არ არიან, ამიტომ განათლების სამინისტრო მუშაობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, საბავშო ბაღებში ერთიანი ეროვნული პროგრამის შესაქმნელად, რაც თანაბრად სავალდებულო იქნება ტყიბულის, ხელვაჩაურისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებისთვის, ერთიანი განათლების სტანდარტი იყოს“, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები