ირაკლი ქადაგიშვილი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: ერთი რამ ფაქტია, რომ რევოლუციით ქვეყანას ვერ შლიან

„ოპოზიციაში გაურკვევლობაა და შესაძლოა, ოპოზიციის ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, ნაწილმა კი, – არა”- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თემაზე ოპოზიციაში არსებულ უთანხმოებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ მათ უცხოელ მფარველებს არ გადაუწყვეტიათ, რა მიმართულებით უნდა განავითარონ პროცესები საქართველოში.

„ოპოზიცია რა თქმა უნდა, ძალიან დიდ გაურკვევლობაშია, ჯერ მათ უცხოელ მფარველებს არ გადაუწყვეტიათ, რა მიმართულებით უნდა განავითარონ პროცესები საქართველოში. თუმცა, ერთი რამ ფაქტია, რომ რევოლუციით ქვეყანას ვერ შლიან. გამომდინარე აქედან, ეს მტკივნეული გადაწყვეტილება აქვთ მისაღები, რომ დაუბრუნდნენ ქვეყანაში კონსტიტუციურ პროცესებს თუ შეინარჩუნონ გარკვეული ნაწილი სრული დესტრუქციისათვის და გარკვეული ნაწილი საარჩევნო პროცესში შემოიყვანონ. საბოლოო ჯამში ალბათ, გაიყოფიან, ნაწილი მიიღებს, ნაწილი არ მიიღებს მონაწილეობას [ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში]”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები