თეონა აქუბარდია – არჩევნებში მონაწილეობაზე: გადაჭრით “არა” და “კი” არ გვითქვამს

“ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობა და საბოლოო გადაწყვეტილება პარტიაში არ ყოფილა”, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რითაც თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი პარტიის მონაწილეობას ეხმაურება.

”მიუხედავად იმისა, რომ არც გადაჭრით “არა” და არც გადაჭრით “კი” არ გვითქვამს, არსებობს წინაპირობები და არსებობს ის საერთო მიზანი, რომელიც ამ ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებას ეხება. იმ ვადაში მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდესაც ეს იქნება აუცილებელი და ახლა ჯერ კიდევ აპრილია”, – აცხადებს აქუბარდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები