ხულოში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
ხულოში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ფორმატის შეხვედრები ითვალისწინებს მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას, მოსახლეობის გადაწყვეტილების საფუძველზე, სხვადასხვა პროექტების დაგეგმვასა და შემდგომში განხორციელებას.
„მნიშვნელოვანია, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში იგეგმება და ხორციელდება მოსახლეობის მიერ შერჩეული და მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტები.
პროგრამა მუნიციპალიტეტის 83-ვე სოფელში ხორციელდება, რომლისთვისაც მიმდინარე წელს 1 002 000 ლარია გათვალიწინებული
პროგრამის მიმდინარეობას ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და აღნიშნა, რომ აღნიშნულ პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ყველა პროექტისა და პროგრამის განხორციელებას, რაც მოსახლეობის მიერ იქნება მოთხოვნილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.