NATO-ს გენერალური მდივანი ოდესაში იმყოფება
ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე უკრაინაში, ოდესაში ჩავიდა.
მან ომში დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულა.
“მარკ რუტესთან ერთად ვეწვიეთ საავადმყოფოს, სადაც ჩვენი მებრძოლი უკრაინელი გმირები გზას გადიან. ვესაუბრეთ ჩვენს მებრძოლებს. სახელმწიფო ჯილდოები გადავეცი ჩვენს დამცველებს. მადლობელი ვარ ჩვენი ბიჭების გამძლეობისთვის, სიძლიერისთვის და ჩვენი ხალხის დაცვისთვის.
ასევე, დავაჯილდოვე საბრძოლო მედიკოსები, ისინი ყოველდღე ეხმარებიან ჩვენს ჯარისკაცებს საავადმყოფოებში, მაგრამ ამასთან ერთად მათ სიცოცხლეები გადაარჩინეს ცეცხლის ხაზშიც — ხერსონის, ხარკივისა და მიკოლაივის რეგიონებში”,- წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იცავს და მხარს უჭერს უკრაინას.