შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ავტომობილი რკინის ჯებირს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.
მომხდარის შედეგად, გარდაიცვალა ორი ადამიანი.
ინფორმაცია “კვირას” შს სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276 -ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.