ვენსი – ზელენსკის ბრალდება აბსურდულია
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა აბსურდული უწოდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრალდებას იმის შესახებ, რომ თითქოს ის რუსეთის ქმედებებს ართულებს.
როგორც მედია წერს, მან კატეგორიულად უარყო ზელენსკის ბრალდება და აღნიშნა, რომ 2022 წლის თებერვლიდან რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო აკრიტიკებს.
„მე ასევე ვცდილობდი გამომეყენებინა სტრატეგიული აღიარება, რომ თუ გსურთ კონფლიქტის დასრულება, უნდა შეეცადოთ გაიგოთ, სად ხედავენ რუსები და უკრაინელები თავიანთ სტრატეგიულ მიზნებს“, – განაცხადა ვენსმა.
მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააცნობიეროს როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის სტრატეგიული წითელი ხაზები ომის დასასრულებლად.
შეგახსენებთ, ზელენსკის თქმით, მას მიაჩნია, რომ აშშ-ის განცხადებებში რუსული ნარატივი ჭარბობს და ვენსი პუტინის ქმედებებს ამართლებს.