კურსკში რუსეთის შეტევას მსხვერპლი მოყვა
კურსკზე მტრის უპილოტო საფრენი აპარატების მასიური თავდასხმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ცხრა ადამიანი დაშავდა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რეგიონული მთავრობის ცნობით, რამდენიმე სახლში ხანძარი გაჩნდა.
“სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმის შედეგად რამდენიმე სახლს ცეცხლი გაუჩნდა. სამწუხაროდ, 85 წლის ქალი დაიღუპა”, – ნათქვამია განცხადებაში.
თავდასხმის შედეგად კიდევ ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ თავის ტვინის ტრავმული დაზიანებები და დამწვრობა მიიღეს. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბრიანსკის, კურსკის და ბელგოროდის რაიონებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი მოქმედებს.