მამუკა მდინარაძე: მოიტყუა გახარიამ, რომ ერთი მეტრით არ არის გადმოწეულიო – მისი პროვოკაციული და ავანტიურისტული მოქმედების შედეგად, საოკუპაციო ხაზი საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის სიღრმეში არსებულიდან კილომეტრზე მეტით გადმოიწია

ერთადერთი შემთხვევაა „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს – ეს არის ყველაზე დიდი უბედურება მაგ ამბავში, რომ მისი პროვოკაციული და ავანტიურისტული მოქმედების შედეგად, საოკუპაციო ხაზი არსებულიდან კილომეტრზე მეტით გადმოიწია საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის სიღრმეში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

მან პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადებები გაიხსენა და რამდენჯერმე ტყუილში ამხილა. ერთ-ერთი სოფელ ჩორჩანაში გაკეთებულ საგუშაგოს ეხებოდა.

„მოიტყუა ადამიანმა, რომ ერთი მეტრით არ არის გადმოწეულიო და კილომეტრზე მეტითაა. რომ იცოდეთ, ერთადერთი შემთხვევაა „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს – ეს არის ყველაზე დიდი უბედურება მაგ ამბავში, რომ მისი პროვოკაციული და ავანტიურისტული მოქმედების შედეგად, არსებულიდან კილომეტრზე მეტით გადმოიწია საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის სიღრმეში საოკუპაციო ხაზი, ვიდრე საბჭოთა პერიოდში იყო იქ გავლებული წითელი ხაზები, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის, რომელიც ბოდიში ჟარგონისთვის და შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა გააპრავა 2007 წლის გადაწყვეტილებით.

დღეს რომ ეუბნები ოკუპანტს, აქ რა გინდა? – გვეუბნება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დააკანონა ეს ხაზიო. ამის აქეთ გადმოწეული არიან ერთადერთ ადგილზე და ეს იყო გახარიას მოღალატეობრივი და ავანტიურისტული მოქმედების შედეგი – ამაზეც მოიტყუა, რომ არა ერთი ნაბიჯით არ გადმოწეულაო“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები