ტაჯიკეთში ერთ დღეში ოთხი მიწისძვრა მოხდა,- ამის შესახებ ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) იტყობინება.
ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო დილის ბიძგები 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრით. მიწისძვრის ეპიცენტრი რაშტის რაიონში, ხუჯანდის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 171 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
მიწისქვეშა ბიძგების შედეგად, ტაჯიკეთის ორ რეგიონში თითქმის 100 საცხოვრებელი სახლი დაინგრა და კიდევ რამდენიმე ათეული შენობა დაზიანდა, ხოლო ერთ-ერთ შენობაში, კედლის ნანგრევებში, 3 წლის ბავშვი დაიღუპა.
EMSC-ის ინფორმაციით, მიწისძვრის პარამეტრები რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის სეისმოლოგებმა დაადასტურეს.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.