რუსეთის მიერ სუმიზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა

13 აპრილს სუმიზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა, დაშავდა 117 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი,- ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

ამასთან, 14 აპრილის ღამეს, ბალისტიკური თავდასხმის საფრთხის გამო უკრაინის რიგ რეგიონებში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. აფეთქებები მოხდა ზაპოროჟიესა და ხარკოვში.

14, 15 და 16 აპრილს რამდენიმე ქალაქში გლოვის დღეა გამოცხადებული, ხოლო საზღვარგარეთ უკრაინის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სახელმწიფო დროშები ჩამოეშვება.

მომხდარი უკვე ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ და მათმა ლიდერებმა დაგმეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები