მაკა ბოჭორიშვილი – ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე: მნიშვნელოვანია, ასეთი ფორუმები გამოყენებული იყოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქცენტის გასაკეთებლად, ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხის დღის წესრიგში დასაყენებლად
“მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ფორუმები გამოყენებულ იყოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქცენტის გასაკეთებლად, ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხის დღის წესრიგში დასაყენებლად”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.
ბოჭორიშვილის თქმით, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და უნგრეთის პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანთან.
„ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში შედგა არაერთი შეხვედრა. განსაკუთრებით ალბათ უნდა აღინიშნოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები. შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტთან. თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტები განვიხილეთ, რაც პოზიტიურად შეფასდა და ველოდებით ასევე პოზიტიურად გაგრძელებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების და მე ვფიქრობ, ეს შეხვედრა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა ამისთვის. ასევე გვქონდა შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა. საქართველო ნამდვილად არის მადლიერი, რაც ჩვენ გვა ქვს უნგრეთის მხრიდან, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს მხადაჭერის საკითხს. გარდა ამისა, მქონდა შეხვედრები ჩემს კოლეგა მინისტრებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ფორუმები გამოყენებულ იქნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქცენტის გასაკეთებლად, ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხის დღის წესრიგში დასაყენებლად საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და რა თქმა უნდა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა .მე მქონდა შესაძლებლობა ასევე გამემართა შეხვედრა არაერთ ევროპელ მინისტრთან, რაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საქართველოს პოზიციების კიდევ ერთხელ გასაზიარებლად და გასაჟღერებლად”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.