NYT: აშშ-მა და უკრაინამ წიაღისეულის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები განაახლეს

შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები განაახლეს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის მიერ აშშ-სგან მიღებული შეუქცევადი დახმარების „ანაზღაურების“ გზად განიხილავს, – ამის შესახებ The New York Times-ი იუწყება.

„უკრაინის დელეგაცია პარასკევს ვაშინგტონში იმყოფებოდა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე შეთანხმების შესახებ, რომელიც შეერთებულ შტატებს მისცემს უკრაინის ბუნებრივი რესურსების დიდ წილს“, – ნათქვამია სტატიაში.

მიმდინარე დისკუსიები ოფიციალური პირების პირველ შეხვედრას აღნიშნავს მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა შეთანხმების შესწორებული პროექტი წარადგინა.

როგორც The New York Times-ი წერს, ორდღიანი მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ძირითადად ტექნიკური ხასიათის იქნება.

უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვაჭრობის საკითხებში ტარას კაჩკა და მასში შედიან ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები.

ამ ეტაპზე, თეთრ სახლს მოლაპარაკებების დეტალები არ გაუსაჯაროებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები