მოკავშირე ქვეყნებმა უკრაინისთვის 21 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გამოაცხადეს
მოკავშირე ქვეყნებმა უკრაინისთვის 21 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფის დაპირება გასცეს,- ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ჯონ ჰილის განცხადებაშია ნათქვამი.
მისივე განმარტებით, ეს უკრაინის სამხედრო დაფინანსების რეკორდულ ზრდას წარმოადგენს.
“გაერთიანებული სამეფო ასევე აგრძელებს მხარდაჭერას და წელს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის, ჯამში, 4.5 მილიარდ ფუნტზე მეტი დაიხარჯება.
დღეს ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარყო პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო შეთანხმება. პუტინმა თქვა, რომ მშვიდობა სურდა, მაგრამ ცეცხლის სრული შეწყვეტა უარყო. მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „ფეხის მოთრევასა“ და მოლაპარაკებების გაჭიანურებას აგრძელებს”,- აცხადებს ჰილი.