რუსეთმა, სავარაუდოდ, 4 უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტა
რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქში, სოფელ პიატიხატკასთან, სავარაუდოდ, 4 უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტა,- ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღსრულებას სამხედრო დანაშაულის მაგალითი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტყვეების სროლა რუსული არმიის სისტემურ პრაქტიკად იქცა.
შემთხვევა როგორც უკრაინულმა, ისე რუსულმა დრონებმა გადაიღეს. უკრაინულ ვიდეოში ტყვეების დახვრეტა ჩანს, ხოლო რუსულ ვიდეოში კადრი ტყვეების მიწაზე დაწოლის შემდეგ წყდება.
“ვიდეოში ჩანს, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეები რუსული ტყვიამფრქვევების თვალწინ ტოვებენ ნახევრად დანგრეულ სახლს. ერთ-ერთმა ხელები მაღლა ასწია დანებების ნიშნად. ოთხივე პირქვე იწვა”,- წერს მედია.
“ეს აჩვენებს არა მხოლოდ იმას, რომ საქმე გვაქვს მონსტრებთან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსული არმია დეგენერატების თაიგულია. მათ აკლიათ ელემენტარული დისციპლინა, რადგან დისციპლინირებული ჯარები არ ესვრიან პატიმრებს – ეს ეწინააღმდეგება თავად სამხედრო ლოგიკას“,- აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გეორგი ტიხი.