აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი დავით მორგოშია, დროებით დევნილ მოქალაქეებს შეხვდა

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი, დავით მორგოშია, აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა, “- ამის შესახებ ინფორმაციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აფხაზეთის მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე აპარატის უფროსმა დევნილი მოსახლეობისგან პრობლემები და საჭიროებები პირადად მოისმინა და აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში საკითხების შესწავლას დაჰპირდა.

„მნიშვნელოვანია მსგავსი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რადგან თითოეული ასეთი შეხვედრა და პირდაპირი დიალოგი შესაძლებლობას გვაძლევს, უკეთ გავიგოთ მოსახლეობის საჭიროებები და დროულად ვიმოქმედოთ მათი გადაჭრისთვის. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას და არცერთი პრობლემური საკითხი არ დაგვრჩეს უყურადღებოდ“, – განაცხადა დავით მორგოშიამ.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები მუდმივ ხასიათს ატარებს და მოსახლეობის პრობლემებზე ეფექტური რეაგირების საშუალებას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები