„დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით დეოკუპაციის პროცესს დავიწყებთ “

ნებისმიერ აქტს, რომელსაც არაღიარებული ქვეყნის პარლამენტი მიიღებს, არანაირი საერთაშორისო სამართლებრივი ღირებულება ჩვენთვის არ აქვს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დე ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის მიერ გაერთიანებული ჯარების შესაძლო შექმნის საკითხს.
“არანაირი საერთაშორისო სამართლებრივი ღირებულება არ აქვს ჩვენთვის არანაირ აქტს, რომელსაც არაღიარებული ქვეყნის პარლამენტი მიიღებს. საქართველოს განუყოფელი ნაწილია აფხაზეთი, ისევე როგორც – ცხინვალი. მე დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით დავიწყებთ დეოკუპაციის პროცესს”, – განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში რუსეთსა და აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის” შესახებ შეთანხმების პროექტს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები