რუსეთმა ჟიტომირსა და დნეპრზე იერიშები მიიტანა – არიან დაღუპულები
გასული ღამის განმავლობაში, რუსეთმა ჟიტომირისა და დნეპრის რეგიონს დრონებით შეუტია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ჟიტომირის მრავალსართულიან კორპუსზე დარტყმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ვიტალი ბუნეჩკოს თქმით, შემთხვევის ადგილზე მაშველები და საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.
“რუსეთის მხრიდან დნეპრზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დარტყმის ადგილზე დიდი ხანძარი გაჩნდა, 42 წლის მამაკაცი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, 8 ადამიანია დაშავებული”,- განაცხადა დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა.