პრინცი ჰარი უკრაინაში, ომში დაჭრილი ჯარისკაცების მოსანახულებლად იმყოფებოდა
პრინცი ჰარი უკრაინაში ჩავიდა და ომში დაშავებული მოქალაქეები მოინახულა,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ვიზიტი წინასწარ გამოცხადებული არ ყოფილა და როგორც უცხოური მედია წერს, ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრინცმა უკრაინა დატოვა.
BBC-ის ცნობით, პრინცი ჰარი ლვოვის სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა, თავისი საქველმოქმედო ფონდის, Invictus Games-ის მიერ ორგანიზებული სპორტული თამაშების მონაწილე ოთხი ვეტერანის თანხლებით.
ფონდის მიზანია, მსოფლიოში დაშავებული სამხედროების რეაბილიტაცია, სპორტში მათი ჩართვის გზით.