საქართველოს საპატრიარქო ილონ მასკის კვლევას ეხმაურება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ილონ მასკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება.

“ა.წ. 27 თებერვალს აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა ჟურნალ ,,მოსახლეობის ეკონომიკა”-ში გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის ინიციატივამ საქართველოში შობადობის მაჩვენებელი გაზარდა.

„მშვენიერი ახალი ნაშრომი გვაჩვენებს, როგორ გამოიწვია წახალისებამ და მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის ამაღლებამ დაქორწინებულ ქართველ მართლმადიდებელ წყვილებში შობადობის 42%-ით ზრდა და მესამე მშობიარობის 100%-ით ზრდა. კულტურულ ლიდერებს შეუძლიათ, აამაღლონ ერების ნაყოფიერება“, – ნათქვამია პოსტში, რომელსაც ილონ მასკი აზიარებს.

გთავაზობთ აღნიშნული კვლევის ნაწილის ქართულ თარგმანს.

P.S. დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ნათლულთა რიცხვი 48 000 მეტია”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები