ზაალ ანჯაფარიძე: აქვს კი ფასი ასეთი მოხსენების საფუძველზე მომზადებულ რეზოლუციას, რომელსაც იღებს PACE, რომელმაც დაკარგა ის მთავარი თვისება, რასაც ჰქვია Integrity; ასე ემართება ყველა სტრუქტურას, ვინც, ნებით თუ უნებლიედ, Deep State- ის ტიკინად გადაიქცევა
“ბევრს ახსოვს ალბათ, რა სიხარულის ყიჟინა იყო ატეხილი ჩვენთან, როდესაც 1999 წელს საქართველო ევროსაბჭოს წევრად მიიღეს, ჟვანიას ცნობილი სიტყვების ფონზე. თუმცა, ჩვენი მოქალაქეებისთვის არ უთქვამთ, თუ რა კაბალური და მძიმე პირობები წამოგვიყენა ევროპამ ამ “საჩუქრის” სანაცვლოდ. მაშინ ბევრს ევროსაბჭო და მისი საპარლამენტო ასამბლეა(PACE) ფრთიანი ანგელოზების ბუდედ ეჩვენებოდა და ამ ევრო-ნირვანაში ჩაფლულთ, არ სურდათ დაენახათ ევროპის და მისი სტრუქტურების რეალური სახე. სამაგიეროდ დღეს აქვთ ამის საშუალება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, რასა იუკნევიჩიუნე საქართველოში ყოფნისას ხვდებოდა ყველას საქართველოს ხელისუფლების გარდა, “შესაბამისად, მას არ სურდა აქაურ სიტუაციაზე ალტერნატიული ინფორმაციის მიღება და განსხვავებული მოსაზრების მოსმენა. ის ეყრდნობოდა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისა და მათ ფილიალებად გადაქცეულ ენჯეოების ინფორმაციებს”.
„ბევრს ახსოვს ალბათ რა სიხარულის ყიჟინა იყო ატეხილი ჩვენთან, როდესაც 1999 წელს საქართველო ევროსაბჭოს წევრად მიიღეს, ჟვანიას ცნობილი სიტყვების ფონზე.
თუმცა, ჩვენი მოქალაქეებისთვის არ უთქვამთ, თუ რა კაბალური და მძიმე პირობები წამოგვიყენა ევროპამ ამ “საჩუქრის” სანაცვლოდ. მაშინ ბევრს ევროსაბჭო და მისი საპარლამენტო ასამბლეა(PACE) ფრთიანი ანგელოზების ბუდედ ეჩვენებოდა და ამ ევრო-ნირვანაში ჩაფლულთ არ სურდათ დაენახათ ევროპის და მისი სტრუქტურების რეალური სახე. სამაგიეროდ დღეს აქვთ ამის საშუალება.
დღეს PACE საქართველოზე მომხსენებლის უკვე ავად სახსენებელი რასა იუკნევიჩიუნეს მოხსენების საფუძველზე, იღებს რეზოლუციას საქართველოზე. რასა იუკნევიჩიუნე საქართველოში ყოფნისას ხვდებოდა ყველას საქართველოს ხელისუფლების გარდა. შესაბამისად, მას არ სურდა აქაურ სიტუაციაზე ალტერნატიული ინფორმაციის მიღება და განსხვავებული მოსაზრების მოსმენა. ის ეყრდნობოდა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის და მათ ფილიალებად გადაქცეულ ენჯეოების ინფორმაციებს.
აქვს კი ფასი ასეთი მოხსენების საფუძველზე მომზადებულ რეზოლუციას, რომელსაც იღებს PACE, რომელმაც დაკარგა ის მთავარი თვისება, რასაც ჰქვია “Integrity” (წესიერება, პატიოსნება…). ასე ემართება ყველა სტრუქტურას ვინც ნებით თუ უნებლიეთ “Deep State”-ს ტიკინად გადაიქცევა”, – წერს ანჯაფარიძე.