თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფებს 104%-მდე ზრდის

აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფებს 104%-მდე გაზრდის. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში 9 აპრილიდან შევა, მას შემდეგ მიიღეს, რაც ჩინეთმა საკუთარი საპასუხო ტარიფების გაუქმებაზე უარი განაცხადა.

„ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, რომლებმაც საპასუხო ზომები და ამერიკელი მუშაკების მიმართ არასათანადო მოპყრობა აირჩიეს, შეცდომას უშვებენ. პრეზიდენტ ტრამპს ფოლადის ხერხემალი აქვს და ის არ გატყდება“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

აღსანიშნავია, რომ 2 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ქვეყნებს ახალი ტარიფები დაუწესა.

ამჟამად, ჩინეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ შემოღებული სატარიფო განაკვეთი 50%-ით გაიზრდება და 54%-დან 104%-ს მიაღწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები