დომინიკის რესპუბლიკაში, კლუბის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

დომინიკის რესპუბლიკაში, სანტო-დომინგოს კლუბში სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა.

„ამ ეტაპზე 27 დაღუპულია“, – განუცხადა ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის დირექტორმა, ხუან მანუელ მენდესმა ტრაგედიის ადგილიდან.

მაშველების თქმით, მომხდარის შედეგად 134 დაშავებული სხვადასხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მათივე ცნობით, მიუხედავად ამისა, დაშავებულთა საერთო რიცხვი უფრო მეტია, რადგან ადამიანები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის კერძო კლინიკებში, დახმარებას დამოუკიდებლად იღებენ.

სამაშველო ეკიპაჟები ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ისინი მიიჩნევენ, რომ „ბევრი [ადამიანი] ჯერ კიდევ ცოცხალია“.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გახდა სახურავის ჩამონგრევის გამომწვევი მიზეზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები