მასკმა ტრამპს ახალი ტარიფების გაუქმება სთხოვა

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა პირდაპირ სთხოვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ახალი ტარიფების გაუქმება,- ამის შესახებ Washington Post-ი სიტუაციაში გარკვეულ ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მასკმა პრეზიდენტის მრჩევლებს გვერდი აუარა და მას პირადად მიმართა. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა: ორშაბათს ტრამპი ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფით დაემუქრა, რაც უკვე გამოცხადებულ 34%-ს დაემატა.

პარალელურად, მასკმა საჯაროდ შეუტია ტრამპის სატარიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ავტორს, სავაჭრო მრჩეველს პიტერ ნავაროს.

“პრეზიდენტმა დიდი გუნდი შეკრიბა. როცა გადაწყვეტილებას იღებს, ყველა ერთი მიმართულებით იწევს მის განსახორციელებლად“,- უპასუხა მასკს თეთრმა სახლმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები