ზელენსკიმ ბელგოროდში უკრაინელი სამხედროების ყოფნა ოფიციალურად დაადასტურა

აგრესორი სახელმწიფოს სასაზღვრო რაიონებში, აქტიური ქმედებები არის გამართლებული პასუხი რუსეთის შემოჭრაზე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ქვეყნის ლიდერმა უკრაინელი სამხედროების ყოფნა რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის რეგიონში ოფიციალურად დაადასტურა.

„მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ დღეს ცალკე წარმომიდგინა მოხსენება: ფრონტი, ჩვენი ყოფნა კურსკის ოლქში და ჩვენი ყოფნა ბელგოროდის ოლქში. ვაგრძელებთ აქტიურ ოპერაციებს მტრის ტერიტორიაზე სასაზღვრო რაიონებში და ეს აბსოლუტურად სამართლიანია – ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ქმედებების მთავარი მიზანი სუმისა და ხარკოვის რეგიონებში უკრაინული თემების დაცვაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები