აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ირანთან ბირთვულ პროგრამაზე პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო.
როგორც მან ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას აღნიშნა, აშშ-სა და ირანს შორის 12 აპრილს უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართება.
„ჩვენ გვაქვს პირდაპირი საუბრები ირანთან. შაბათს გვაქვს ძალიან დიდი შეხვედრა და ვნახავთ, რა შეიძლება გაკეთდეს. ვფიქრობ, ყველა თანხმდება, რომ შეთანხმების მიღწევა სასურველი იქნება. იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება. არ შეიძლება, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. თუ მოლაპარაკებები წარმატებული არ იქნება, მაშინ ეს ირანისთვის ცუდი დღე იქნება“, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.