ირანი და სომხეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს აწარმოებენ
სომხეთის შეიარაღებული ძალებისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმები ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ,- ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
“სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი წვრთნების თავის ნაწილს სომხეთის ტერიტორიაზე ჩაატარებს, ხოლო ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი ირანის ტერიტორიაზე.
წვრთნები მოიცავს ოპერაციებს იმიტირებული ტერორისტული ჯგუფების თავდასხმების გასანეიტრალებლად სომხეთ-ირანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მდებარე სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე”,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.