“მიუხედავად იმისა, რომ ამერიკიდან USAID-ი ჩაეხსნა, ქართული არჩევნების წინააღმდეგ შეტევა და დისკრედიტაციის მცდელობა ბრიტანეთის ფონდებიდან გრძელდება”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
“ეს გრანტები და ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ გრანტების მომხმარებლები არიან, საქართველოში, ძირითადად ემსახურებიან არჩევნების დისკრედიტაციას, მაგალითად ISFED-ი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკიდან USAID-ი ჩაეხსნა, ქართული არჩევნების წინააღმდეგ შეტევა და დისკრედიტაციის მცდელობა ბრიტანეთის ფონდებიდან გრძელდება. სწორედ ამას ემსახურება ეს ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში აქამდე ეს ნათლად დადასტურებული სამწუხარო პრაქტიკა არის, რაც ამ ფონდებისა და ამ ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ხდებოდა ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფო ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტის სახით 100 ათას გირვანქა სტერლინგს გამოყოფს.