“არ შეიძლება, რომ ამომრჩეველს დამკვირვებელმა პირადობის მოწმობის ჩვენება მოსთხოვოს, ეს არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ განვითარებულ სახელმწიფოში არ ხდება” – სამხარაძე

“არ შეიძლება, რომ ამომრჩეველს დამკვირვებელმა პირადობის მოწმობის ჩვენება მოსთხოვოს, ეს არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ განვითარებულ სახელმწიფოში არ ხდება”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს საკითხი დასარეგულირებელია.

„როგორღაც, ეს დასარეგულირებელია. არ შეიძლება, რომ ამომრჩეველზე მეტი დამკვირვებელი იყოს უბანზე. ამიტომ, ეს არის ორი ძირითადი საკითხი, რომელიც კანონით იყო დარეგულირებული, სამწუხაროდ, არ მოქმედებდა და ახლა ცესკომ გადაიტანა. ამიტომ, უსაფუძვლოდ ხელოვნური აჟიოტაჟის ატეხა ხდება, რაც ჩვენს ოპონენტებს სჩვევიათ: თუ რაიმე პრობლემას ხედავენ, შეუძლიათ, ცესკოში მივიდნენ და სხდომებს დაესწრონ“, – განაცხადა სამხარაძემ.

შეგახსენებთ, ცესკოს დადგენილებით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები