ირაკლი ალასანია შესაძლოა, “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარედ დაბრუნდეს

“თავისუფალი დემოკრატების” პარტიის ყრილობაზე, რომელიც 8 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი, ერთ-ერთი სიახლე პარტიის ხელმძღვანელობაში ცვლილებები იქნება , – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, ალექსი პეტრიაშვილმა გააკეთა.
როგორც მან განმარტა, შეუძლია თქვას, რომ განიხილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების საკითხი.
“2016 წლამდე დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ კოალიციის შემადგენლობაში ვართ. გვაქვს რა თქმა უნდა, მტკიცე სურვილი და ნება, რომ ეს პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდეს. ჩვენი პარტიის ყრილობაზე ერთ-ერთი სიახლე სავარაუდოდ იქნება პარტიის ხელმძღვანელობაში როტაციული წესით ცვლილებების განხორციელება. შემიძლია გითხრათ, რომ განიხილება ბატონ ირაკლი ალასანიას პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების საკითხი”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარე ამ დროისთვის ირაკლი ქადაგიშვილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები