შალამბერიძე – საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე: ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია – ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორს ფარდა ახადა

„პარლამენტში უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს, რასაც საგამოძიებო კომისია ჰქვია, რომელმაც ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც შეიძლება ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო, ფარდა ახადა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის დელეგატმა პარლამენტში, ზვიად შალამბერიძემ “დღის ქრონიკაში” განაცხადა.

“ყველა მიმართულებით ჩნდებიან ჰორიზონტზე ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული ყველა მიმართულებით: როგორც ბიზნესის რეკეტში, ჩამორთმევაში, ხალხის დაპატიმრებაში, ასევე სამწუხაროდ ჩართული იყვნენ 2008 წლის ომში.

ოპოზიციიდან ხშირად გვესმის, რომ ეს არის სამხედროების ან იმ გენერლების გასამართლება, რომლებიც ადგილზე იყვნენ მოსული, მაგრამ ცალსახად, ეს იმ პოლიტიკური ლიდერების და პოლიტიკოსების მიმართ ნაწარმოები საკომისიო მოქმედებებია, რომლებიც იყვნენ 2003-2012 წლებში სახელმწიფოს სათავეში. ჩვენ ახლა გავახანგრძლივეთ და 2012 წლის შემდგომაც იქნება გამოძიებული მათი მოქმედებები და ვფიქრობ, კიდევ ბევრი გვარი იქნება, რომელსაც კომისიაზე დაიბარებენ. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ საგამოძიებო კომისიასთან არ ითანამშრომლონ, მათ წინააღმდეგაც კანონი იქნება ძალიან მკაცრი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონი არის უზენაესი და ყველა ადამიანი კანონს უნდა დაემორჩილოს“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები