სოზარ სუბარი: მამუკა ყურაშვილმაც და ზაზა გოგავამაც, აბსოლუტურად გაუმართლებელი და სახელმწიფოებრივად დამაზიანებელი უწოდეს იმ ფაქტს, რომ მაშინდელი პარლამენტის 5-მა წევრმა სტრასბურგში ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას 1633, რომლითაც ქართულ ჯარს და ოფიცრებს დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა

ორივე გენერალმა და სხვა გამოკითხულმა მოწმეებმაც მკაფიოდ აჩვენეს, რომ ხელისუფლებამ ვერ, თუ არ მოახდინა მშვიდობიანი მოსახლეობის ინფორმირება ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობაში, რომ მათ ელოდათ სერიოზული საფრთხე, რამაც გამოიწვია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში,- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

სოზარ სუბარის განცხადებით, სხდომაზე გამოკითხულმა არაერთმა მოწმემ, ძირითადად სამხედრო პირებმა, დაადასტურეს, რომ საბრძოლო მოქმედებათა დამტკიცებული გეგმის ცვლილება ხდებოდა სპონტანურად, გაუაზრებლად და იმაზე იყო დამოკიდებული, თუ სად უნდა ჩაეტარებინა ბრიფინგი უმაღლეს მთავარსარდალს.

„უფრო მეტიც, გენერალ მამუკა ყურაშვილს ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ კოდორის ხეობის დატოვება და მოსახლეობის არ გაფრთხილება „სამშობლოს ღალატი იყო“. კომისიის სხდომაზე მან პრაქტიკულად დაადასტურა, რომ დღესაც ამ პოზიციაზეა, სხდომაზე გამოკითხულმა არაერთმა მოწმემ, ძირითადად სამხედრო პირებმა, დაადასტურეს, რომ საბრძოლო მოქმედებათა დამტკიცებული გეგმის ცვლილება ხდებოდა სპონტანურად, გაუაზრებლად და იმაზე იყო დამოკიდებული, თუ სად უნდა ჩაეტარებინა ბრიფინგი უმაღლეს მთავარსარდალს; სამხედრო მოქმედებები დამოკიდებული იყო იმაზე, თბილისიდან რა დროს ჩამოვიდოდა ბრიფინგისთვის საჭირო აღჭურვილობა , კერძოდ, ტრიბუნა, დროშები და ა.შ.“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარის თქმით, მამუკა ყურაშვილმაც და ზაზა გოგავამაც, აბსოლუტურად გაუმართლებელი და სახელმწიფოებრივად დამაზიანებელი უწოდეს იმ ფაქტს, რომ მაშინდელი პარლამენტის 5 წევრმა სტრასბურგში ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას 1633, რომლითაც ქართულ ჯარს და ოფიცრებს დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა.

„სხდომაზე გამოკითხულმა ორივე გენერალმა, მამუკა ყურაშვილმაც და ზაზა გოგავამაც, აბსოლუტურად გაუმართლებელი და სახელმწიფოებრივად დამაზიანებელი უწოდეს იმ ფაქტს, რომ მაშინდელი პარლამენტის 5 წევრმა (ოთხმა უმრავლესობიდან – „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ერთმა ე.წ. „ოპოზიციიდან“ გიორგი თარგამაძემ) სტრასბურგში ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას 1633, რომლითაც ქართულ ჯარს, ქართველ გმირ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა, საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართლის დარღვევა, ხოლო ქართულ სახელმწიფოს – ომის დაწყება. კომისიის სხდომაზე ყურაშვილმა თქვა, რომ ეს იყო კატასტროფული შეცდომა,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები