მოხალისეთა ორგანიზაცია – „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” იწყებს მოხალისეების მიღებას!

თუ გინდა, რომ მიიღო უნიკალური გამოცდილება, დაეუფლო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უნარებს და გახდე მტკიცე, მიზანდასახული და ლიდერული თვისებების მქონე ადამიანი, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მოხალისეთა პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი საქართველოს მოქალაქეს 15 წლიდან!

(არასრულწლოვანებისთვის აუცილებელია მშობლის ან მეურვის წერილობითი თანხმობა).

ჩვენ გთავაზობთ, გომბორის მოხალისეთა მოსამზადებელ ცენტრში 5 დღიან შეკრებას, რომელშიც შეგიძლიათ ერთად მიიღოთ მონაწილეობა მშობლებმა და შვილებმა, ბებიამ და შვილიშვილმა, ბიძამ და დისშვილმა და ა.შ. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს მათ შორის კავშირების გაძლიერებას.

თუ მოხალისე მშობელთან ან ოჯახის წევრთან ერთად წასვლას აპირებს, ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება 12 წლიდან ზევით.

მოხალისეთა გადამზადების კურსი შესაძლებელია გაიაროს შშმ პირებმა. ჩვენი ცენტრი გომბორში უზრუნველყოფს ადაპტირებულ გარემოს, რათა თითოეულ მოხალისეს ჰქონდეს სწავლის თანაბარი შესაძლებლობა!

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ და პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ 98 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ჩართულნი არიან საპილოტე პროგრამაში „სამხედრო საქმე”. ისინი პროგრამაში თავიანთ სამხედრო მასწავლებლებთან ერთად ჩაერთვებიან. სურვილის შემთხვევაში, მათი მშობლებიც შეძლებენ შვილებთან ერთად მოხალისეთა გადამზადების კურსის გავლას.

მოხალისეთა მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში მოხალისეები სრულიად უფასოდ შეისწავლიან:

✅თვითგადარჩენის ტექნიკებს

✅საცეცხლე მომზადებას

✅დრონების მართვას

✅პირველადი სამედიცინო დახმარებას

✅საინჟინრო მომზადებას

✅ტოპოგრაფიას

✅კიბერუსაფრთხოებას

მოხალისეები უზრუნველყოფილი იქნებიან კომფორტული საცხოვრებელი კონტეინერებით, სამჯერადი კვებით, 24-საათიანი სამედიცინო ბრიგადის მეთვალყურეობით, ვიდეო მონიტორინგით, უფასო ინტერნეტითა და ტრანსპორტირებით.

შეიძინე უნიკალური გამოცდილება და განივითარე უნარები, რომლებიც არამხოლოდ თავდაცვის სფეროში, არამედ ცხოვრებისა და პროფესიული ზრდის გზაზე დაგეხმარება!

შეუერთდი გუნდს დღესვე და იმოქმედე შენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის!

განაცხადის შევსებისთვის გთხოვთ, შეავსოთ ჩვენი ელექტრონული ფორმა ან დაგვიკავშირდეთ აქ:

https://docs.google.com/forms/d/1H8Vp3CtyVsxGGilioIeAHcw7uNrZScAFMbYPcxY21QE/viewform?fbclid=IwY2xjawJXNepleHRuA2FlbQIxMAABHXTzZfwMKy1h7xBsjRflLgkLD9mk95R9G-Hgx4woL7UUPeR9_Ab_e07suw_aem_LL1_WVAwRx_htjsm24RlUg&edit_requested=true.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები