მამაკაცმა ქირურგიული ჩარევის შემდეგ კიდურებში მგრძნობელობა დაკარგა
რაში ადანაშაულებს პაციენტი ექიმს?
სოციალურად დაუცველი ბადრი სუსანიძის ოჯახი ექიმს დაუდევრობაში ადანაშაულებს.
პაციენტის ოჯახის წევრების თქმით, ბადრი სუსანიძემ, ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ფეხის ორივე კიდურში მგრძნობელობა დაკარგა.
სუსანიძეების ოჯახის ინფორმაციით, ოფიციალური დოკუმენტებით, პაციენტს 2013 წლის 6 ივნისს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია ექიმმა მერაბ დოლიძემ გაუკეთა.
თუმცა,დოლიძე ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ოპერაცია მისმა კოლეგამ გოგა დვალიშვილმა ჩაატარა.
საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციაში. რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართეს და, მოსამართლის გადაწყვეტილების მიხედვით, საკითხის შესასწავლად კომისია შეიქმნება, რომელიც რეფერალურ სავადმყოფოში იმუშავებს.
დოკუმენტაცია ექსპერტებს გადაეგზავნება და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ ვისი ბრალეულობით გაუარესდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
წყარო : ტელეკომპანია “აჭარა“