აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შემოქმედებითი კოლექტივების დირექტორებთან და სამხატვრო ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს შემოქმედებითი საქმიანობის პროცესში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე და სამომავლო ინიციატივებზე.

„შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა და მინისტრის მთავარი მრჩეველი მანანა ქვაჩახია ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები