ირაკლი ქარსელაძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს თბილისის აეროპორტში დახვდა

საქართველოს ოფიციალური  ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი – ნიკოლ ფაშინიანი ეწვია.

სტუმარს და დელეგაციის წევრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში – გიორგი შარვაშიძე დახვდნენ.

ნიკოლ ფაშინიანი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდება.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები დღეს საქართველო-სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩს დაესწრებიან. ერთა ლიგის პლეიოფის შეხვედრა თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები