წყნეთში აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსწავლე ახალგაზრდობისთვის ქორეოგრაფიული დარბაზი გაიხსნა

წყნეთში აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსწავლე ახალგაზრდობისთვის ახლად რეაბილიტირებული ქორეოგრაფიული დარბაზი გაიხსნა.

სარეპეტიციოდ განკუთვნილი სივრცე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად გახსნა.

მთავრობის თავმჯდომარემ დარბაზში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა, შემოქმედებითი კოლექტივების რეპეტიციას დაესწრო და დროებით დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა.

„მოხარული ვარ, რომ დღეიდან, წყნეთში ჩვენ დროებით დევნილ მოსწავლე ახალგაზრდობას საშუალება ექნებათ ისარგებლონ კეთილმოწყობილი, თანამედროვე ქორეოგრაფიული სივრცით.

ორმაგად მნიშვნელოვანია ამ საქმეში კერძო სექტორის თანადგომა და მინდა მათ მადლობა გადავუხადო იმ ემოციისთვის და სიხარულისთვის, რაც დღეს ჩვენ დროებით დევნილ მოსახლეობას მიანიჭეს“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კერძოს სექტორის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. რეაბილიტაციის შედეგად სრულად განახლდა დარბაზის ინტერიერი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები