კატეგორია

პერსონა

პერსონა

„დარწმუნებული ვიყავი,  წარმატებას მივაღწევდი“… –  საფერავში დაძველებული „ტიბაანური…

ტიბაანში, სტუმართმოყვარე და დიდ ოჯახში გაიზარდა... მისი ბიზნესიც ამ უძველეს და ტრადიციებით განთქმულ სოფელს დაუკავშირდა. „ტიბაანური ყველი“ უკვე ცნობილი ბრენდია, რომელსაც იგი საფერავსა და თაფლში აძველებს. ამ ყველის დამზადება და გაყიდვა მარტომ…

მსახიობი, რომელიც ხელნაკეთი თოჯინების გამოფენაზე ოცნებობს…

ბავშვობიდან ძმასთან ერთად შემოქმედებითი ნიჭით გამოირჩეოდა. თეატრალურ სტუდიაში დადიოდა  და 12 წლისამ იცოდა, რომ მსახიობი გამოვიდოდა. თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებამდე იყო მრავალი პრემიერა, ემოცია, ნომინაციები, მაყურებლის ტაშით გამოწვეული…

პირველი ქართველი, რომელიც ფერეიდანში ჩოხით ჩავიდა… – რა უთხრა შაჰ-აბასს გიორგი თორელმა?

იგი პირველი ქართველია, ვინც ფერეიდანში ჩოხით ჩავიდა. ბავშვობიდან ოჯახში უყვებოდნენ ირანში იძულებით გადასახლებულ ქართველებზე, ინტერესი კიდევ უფრო გაუღვივა სამშობლოსგან მათმა სიშორემ... და როცა შეძლო ირანში ჩასვლა, აუღელვებლად უჭირს  იმ დიდი…

„ნუთუ ამერიკაში უფრო მეტად ვუყვარვარ ხალხს, ვიდრე საქართველოში?“ – მახათელების ოჯახის ოდისეა…

ამ ოჯახის ყველა წევრს საბალეტო ხელოვნების დიდი სიყვარული გამოარჩევს. მათი მოღვაწეობა თბილისში დაიწყო და მერე მსოფლიოს წამყვანი თეატრების სცენებზე გაგრძელდა. უსამართლობის და წყენის ფაქტორს გაჭირვებაც დაემატა, რამაც  ისინი აიძულა, საქართველო…

„არ დაგავიწყდეს!“ – რას ამბობს წითელი ფერი დავით ბაძაღუას ნახატებზე?

გალის რაიონში დაიბადა და გაიზარდა. ბავშვობიდან უყვარდა ხატვა. მაგრამ ლამაზი და სამოთხისდარი ბავშვობა ომმა შავი ფერებით დაჩრდილა.  მრავალი განსაცდელი და ტკივილი გამოიარა, მაინც ვერ შეელია მშობლიურ მხარეს... მის ყველა ნახატზე წითელი ფერი…

გულის ჯიბეში შენახული ენძელები – რატომ მიეყარა ნაცარი 17 დახვრეტილი ბიჭის ხსოვნას?

მძიმე და ტკივილიანი ცხოვრება განვლო. საბჭოთა რეპრესიები უშუალოდ მის ოჯახს შეეხო და ერთადერთი ძმა - ნიჭიერი მწერალი და მოაზროვნე კოტე ხიმშიაშვილი იმსხვერპლა. მას 1942 წლის 17 ოქტომბერს 16 მეგობართან ერთად უმოწყალოდ მოუსპეს სიცოცხლე -…

„თითოეულმა ადამიანმა  თავისი  ცხოვრების  მთავარი  ისტორია უნდა  იპოვოს“…

ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როცა ლექსების პირველი კრებული გამოსცა. ჟურნალისტიკა იზიდავდა, მაგრამ მერე ფსიქოლოგიურზე ჩააბარა. ფიქრობს,  რომ  სწორი  არჩევანი  იყო - ფსიქოლოგიის  ცოდნა  არა  მხოლოდ  ცხოვრებაში, არამედ  წერაშიც  ეხმარება. სამი…

„კრივიდან საკუთარი თავი მაინც ვერ გავაცილე“…

რინგზე კრივის ფანატიკურმა სიყვარულმა გაიყვანა. უჭირდა, მაგრამ ძმებთან ერთად არანაირი შრომა უთაკილია, პირიქით, როგორც შეეძლო, ყველანაირად ედგა დედას მხარში. კრივმაც ბავშვობიდან გაიტაცა... მერე იყო თავდაუზოგავი შრომა და მონდომება. წარმატებაც…

„მინდა, ჩემი ყველა ნამუშევარი საქართველოში ჩამოვიდეს“

თეატრის სიყვარულმა თეატრალური უნივერსიტეტის კართან მიიყვანა. მის დამთავრებას უმძიმესი 90-იანი წლები დაემთხვა. იძულებული გახდა, უცხო ქვეყანაში საარსებო წყაროს საძიებლად წასულიყო... შეცვალა პროფესია და ფიზიოთერაპია შეისწავლა... მერე,…

„მხატვრული მინის სფერო უნდა განვითარდეს, ეს იქნება დიდი წინსვლა ქართულ ხელოვნებაში“…

ხატვა სკოლის პერიოდში დაიწყო. თუმცა თავიდან გადაწყვეტილი არ ჰქონდა, რომ მას გაჰყვებოდა. მინის ფაკულტეტიც სტიქიურად აირჩია, ეძებდა  სასიამოვნო და საინტერესო პროფესიას... არჩევანში არ შემცდარა. ამბობს, რომ საჭირო კი არა, აუცილებელია ეს დარგი…