პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულები აუცილებლად არის შესასწავლი.
მისი თქმით, პასუხისგება ბევრ ადამიანს მოუწევს.
“თვითონ ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, რასაკვირველია, ამ დანაშაულთა შორის ყველაზე დიდი დანაშაულია. ათეულობით ადამიანი მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ სააკაშვილი ბოლო წუთამდე გვარწმუნებდა, რომ რუსეთს არ აქვს არანაირი ინტერესი ცხინვალში თუ აფხაზეთში შემოსვლის. თვითონ ამ პერიოდის დანაშაულებია შესაფასებელი, თავი რომ დავანებოთ იმ სადისტურ სისტემურ დანაშაულებს, რომლებშიც ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იღებდა მონაწილეობას, რომელიც პოლიტიკურ ველზეა. მე ვფიქრობ, პასუხისგება მოუწევს ბევრ ადამიანს, მით უმეტეს, დღესაც გრძელდება მცდელობა იმისა, რომ კვლავ ეს სისტემა დაბრუნდეს მმართველობაში”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში, “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას შექმნის.