ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ლიდერი 9 და 10 იანვარს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონსა და პრეზიდენტ სერჯო მატარელას შეხვდება.

ნიკოფოროვის თქმით, ზელენსკი იტალიაში ისეთი საკითხების განხილვას გეგმავს, როგორებიცაა: თავდაცვითი მხარდაჭერა, უკრაინის აღდგენის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია (რომელიც იტალიაში ზაფხულში გაიმართება), მშვიდობის მისაღწევად საერთაშორისო ძალისხმევების კოორდინაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

ამასთან, ერთ-ერთი თემა დაეთმობა G7-ის ფარგლებში თანამშრომლობის განხილვას, კერძოდ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები