ჯონსონი – პუტინზე: ის ჩვენ დაგვცინის
რა გასაკვირია – პუტინი უარყოფს უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას. მას სურს განაგრძოს უკრაინის დაბომბვა და უდანაშაულო უკრაინელების ხოცვა,- ასე გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს.
მისი თქმით, პუტინს უკრაინის განიარაღება და ნეიტრალიზაცია სურს.
“პუტინს სურს, უკრაინა რუსეთის ვასალურ სახელმწიფოდ გადააქციოს. ის არ აწარმოებს მოლაპარაკებებს, ის ჩვენ დაგვცინის”. – აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.