მათიკაშვილი – ლანდსბერგისზე: მაშინ, როდესაც ლიეტუვის საზოგადოებასაც აბსოლუტურად არაფრად მიაჩნია პოლიტიკური თვალსაზრისით, მოდის და საქართველოში ადგილობრივ აგენტურას ცდილობს, გაუზიაროს საერთო მიზნები და ამოცანები
“მაშინ, როდესაც ლიეტუვის საზოგადოებასაც აბსოლუტურად არაფრად მიაჩნია პოლიტიკური თვალსაზრისით, მოდის და საქართველოში ადგილობრივ აგენტურას ცდილობს, გაუზიაროს საერთო მიზნები და ამოცანები”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს და ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ყოფნას ეხმაურება.
„ხელმოცარული და ამორტიზებული პოლიტიკოსები, კონკრეტულად ეს პიროვნება [გაბრიელიუს ლანდსბერგისი], რომელიც ჯერ კიდევ თანამდებობაზე ყოფნის დროს უხეშად ერეოდა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, სუვერენიტეტ დაცლილი სახელმწიფოდან, სამწუხაროდ ცდილობდა „დიფ სთეითის“ საქმის გაკეთებას საქართველოში, სტატუსის პირობებში დღეს უკვე უსტატუსოდ. მაშინ, როდესაც ამ [ლიეტუვის] ქვეყნის საზოგადოებასაც ის აბსოლუტურად არაფრად მიაჩნია პოლიტიკური თვალსაზრისით, მოდის და აქ [საქართველოში] ადგილობრივ აგენტურას ცდილობს გაუზიაროს საერთო მიზნები და ამოცანები. ნათელია, რომ ამ ხაზს საქართველოში არანაირი პროგრესი და წარმატება არ გააჩნია“, – ამბობს მათიკაშვილი.