“ამ „დამდებებთან“ დაკავშირებით თუ აქამდე ბრალის ნაწილში შსს-ს გამომძიებელი, პროკურორი, მართლა წვალობდა, რომ რაღაცნაირად რეალიზატორთან სამართლებრივი კონტაქტი დამყარებულიყო, ამ საკანონმდებლო ცვლილებით, უადვილდება ქმედების დაკვალიფიცირება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე საუბრისას განაცხადა.
„ამაზე ეროვნული საქმე ბევრი არ გაგვახსენდება. ეს [ნარკოტიკები] არის, თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევა. ყველაზე სახალხო ენით, რომ ვილაპარაკოთ, „დადებები“ ხომ გაგიგიათ?! ნახევარი თბილისი მიწაში იჩიჩქნება. მართლა უბედურება ხდება. მთელი მსოფლიო ებრძვის ამას და ვერავინ მოერია და საქართველოში რატომ ვერ მოერია, ესე იგი, შენ ხარ [ხელისუფლება] სათავეშიო. ამ დონის სპეკულაციას კადრულობენ.
ის ე.წ. დამდებები ძალიან ბევრია დაკავებული და დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს. დღე არ გავა, ვიღაც არ დაიჭირონ, მაგრამ იმხელა ქსელია, რთულია ამის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ დამდებებთან დაკავშირებით, თუ აქამდე ბრალის ნაწილში შსს-ს გამომძიებელი, პროკურორი, მართლა წვალობდა, ამასაც თავისი სახელი დავარქვათ ჟარგონულად, რომ რაღაცნაირად რეალიზატორთან სამართლებრივი კონტაქტი დამყარებულიყო, ამ საკანონმდებლო ცვლილებით, უადვილდება ბრალმდებელს მისი ქმედების დაკვალიფიცირება“, – აღნიშნა მდინარაძემ.