ვლადიმერ ბოჟაძე: მაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია საბოლოო ჯამში ქვეყნის გარედანაც მიიღებს დავალებებს, რომ ჩაერთონ საარჩევნო პროცესში

„მაქვს მოლოდინი, რომ ისინი საბოლოო ჯამში ქვეყნის გარედანაც მიიღებენ დავალებებს, რომ ჩაერთონ საარჩევნო პროცესში და თავადაც მოუწევთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, თვითმმართველობის არჩევნები ნებისმიერი მუნიციპალიტეტისთვის,“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლებელია ერთგვარი შანტაჟი იყოს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებით, რომ არჩევნებში ან ერთიანად მიიღონ მონაწილეობა, ან გადაწყვიტონ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა.

„შეიძლება ერთგვარი შანტაჟი იყოს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებით, რომ ან ერთიანად გადაწყვიტონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ან ერთიანად არ გადაწყვიტონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ეს როგორც ჩანს შიდაპარტიული თუ შიდა ოპოზიციური გარჩევების და ტაქტიკის ნაწილია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ მზად არის ოპოზიციასთან საარჩევნო პროცესებში ჩართვისთვის, დებატებისთვის და საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართულობისთვის“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები