„ჩვენი საქართველო იმდენად მრავალფეროვანია, ჯერ კიდევ ბევრი ძეგლი მელის წინ დასახატავად“ – თამარ თამარაძის „ოშკი“ და ფერებში გაცოცხლებული ჩვენი წარსული

დაიბადა ახალციხის მუნიციპალიტეტში. ახალციხის ინსტიტუტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გამოყენებითი ხელოვნების ხარისხი დაამთავრ.
ასწავლიდ ხელოვნებას კერძო სკოლა მზექაში”. 2013 წლიდან დღემდე კი ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშო სამხატვრო სკოლის პედაგოგი.
ოთხი პერსონალური გამოფენის ავტორი  მონაწილეობჯგუფურ გამოფენებში. – მესხი მხატვარ-დიზაინერის,  თამარ თამარაძის პერსონა.
 – ბავშვობიდან მოყოლებული ვხატავ…. ფერები მიზიდავდა ძალიან, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. პირველი ნამუშევარი არც კი მახსოვს, რადგან ძალიან პატარა ასაკში დავიწყე ხატვა.
ახალციხის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გამოყენებითი ხელოვნების  ფაკულტეტი დაამთავრეთ…
– ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო სტუდენტობის პერიოდი იყო, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, უფრო მეტად ჩამოყალიბების და განვითარების პერიოდია ჩემი პროფესიის.
გვერდზე Tamara art ფერწერული ტილოები. რომელს გამოარჩევდით?
– ოოო! ჩემი ნამუშევრები შვილებივითაა! როგორც დედას უყვარს  ყველა შვილი, ასე ვარ მეც, ჩემი ყველა ნამუშევარი მიყვარს გამორჩეულად ერთმანეთისა.
ხშირად ხატავთ ისტორიულ ძეგლებს...
– კი, ხშირად ვხატავ, თუმცა არ დამითვლია, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს დასახატი. ჩვენი საქართველო იმდენად მრავალფეროვანია, ჯერ კიდევ ბევრი ძეგლი მელის წინ დასახატავად.

ვანის ქვაბები

შთაგონებას რა გაძლევთ?
– კონკრეტულად არაფერი, თუმცა ხასიათს გააჩნია.
ერთი ნამუშევრის საინტერესო ამბავი.
– ყველა ნამუშევარს თავისი ისტორია აქვს, თუმცა ისტორიული თემატიკის ხატვა ქართული ენის პედაგოგის დამსახურებაა. მან უფრო მეტად შემაყვარა და დამანახვა, რამდენად მდიდარი კულტურა და ისტორია გვაქვს ქართველებს.

ოშკი

თავისუფალი დრო...
– თავისუფალი დრო ამ ბოლო პერიოდში ძალიან მონატრება, თავისუფალი დრო არც კი მაქვს.
ჰობი
– ჩემთვის ხატვა პროფესიაც არის და ჰობიც.
ოჯახი…
– ვცხოვრობ დედასთან და ძმასთან ერთად, მყავს ასევე დაიკო, მამა კი გარდაცვლილი.
გამოფენები. სამომავლო გეგმები.
–  არ მიყვარს გამოფენების დაგეგმა…

ხერთვისი
საროს მთავარანგელოზის ეკლესია
აწყური

                                                                                             თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები