გურამ მაჭარაშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამოირჩევა იმით, რომ რასაც ჰპირდება ამომრჩევლებს, ვერასდროს ვერაფერს ასრულებს 

“ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ მათი „ტაქტიკა და პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ თავდასხმით პოზიციასთან“.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამოირჩევა იმითაც, რომ რასაც ჰპირდება თავის ამომრჩევლებს, ვერასდროს ვერაფერს ასრულებს. ჩვენ გვახსოვს ბატონი ხაბეიშვილი როგორ ამბობდა, რომ როცა გახდებოდა პარტიის თავმჯდომარე, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, დაიხსნიდა მიხეილ სააკაშვილს ციხიდან, სადაც იხდის ის დამსახურებულად სასჯელს. მსგავსი ვერაფერი გააკეთა. მერე საზოგადოებას დაჰპირდა, რომ პარლამენტში რომ შევალ, იქ ხელისუფლებას ამოვატრიალებო და პარლამენტიდან ისე გამოვიდა, მის მიერ გაკრიტიკებული ერთი კანონი არავის უნახავს. მერე ისე მოხსნეს თანამდებობიდან, რომ მადლობაც არავინ გადაუხადა. შესაბამისად, ხაბეიშვილის მიერ ნებისმიერი განცხადების გაკეთება და დაპირება არის, რა თქმა უნდა, ნულის ტოლი. აი, ამ სიტუაციაში ჩაიგდეს თავი. თან ახლა აქტიური ბრძოლიდან, თავდასხმიდან თავდაცვაში გადადიხარ თუ საერთოდ პოლიტიკიდან მიდიხარ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ განცხადებას აკეთებ, რომ შენ პოლიტიკაში უკვე არაფერი გესაქმება,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები