23 მარტს საუდის არაბეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები განახლდება, რომელში მონაწილეობას უკრაინაც მიიღებს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, სტივ ვიტკოფმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები 23 მარტს განახლდება საუდის არაბეთში, ჯედაში.
მოახლოებული შეხვედრის მთავარი აქცენტი შეთანხმებების დეტალების შემუშავება იქნება, კერძოდ, უკრაინასა და რუსეთს შორის შემოთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
„ბოლო დრომდე, ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა კონსენსუსი ამ ორი ასპექტის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დღეს ჩვენ მივედით ამ დონემდე და ვფიქრობ, რომ ცეცხლის სრულ შეწყვეტამდე შედარებით მცირე მანძილია“, – თქვა ვიტკოვმა.
ვიტკოვს არ დაუზუსტებია, ვის შეხვდება აშშ-ის დელეგაცია.
პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში მომავალ შეხვედრაზე უკრაინა გაგზავნის ტექნიკურ ჯგუფს დროებითი ცეცხლის შეწყვეტის დეტალების განსახილველად.
“პირველ რიგში მათ შორის იქნებიან, სამხედრო, ენერგეტიკის, პორტებისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ექსპერტები”- აღნიშნა ზელენსკიმ.