ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ „ჰამასთან“ მძევლების თაობაზე ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება „ცეცხლის ქვეშ“ წარიმართება.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მყიფე ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტა, ზოლში მოულოდნელად შეჩერდა სამშაბათს, გამთენიისას, როდესაც ისრაელმა დაიწყო საჰაერო შეტევა ღაზაზე და განაცხადა, რომ ზავის გახანგრძლივებაზე კვირიანმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო.
სამშაბათს საღამოს, სატელევიზიო მიმართვაში ნეთანიაჰუმ თქვა, რომ სამხედრო კამპანია ისრაელის სადაზვერვო სამსახურებისა და IDF-ის რეკომენდაციით დაიწყო და, რომ ეს იყო ბოლო გამოსავალი რამდენიმე კვირის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ “ჰამასის” მეტი მძევლის გასათავისუფლებლად.
“მრავალფაზიანი ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, “ჰამასმა” უარყო ყველა შემდგომი წინადადება ღაზაში მყოფი 59 მძევლიდან მეტის გათავისუფლების შესახებ, რომელთაგან 24, სავარაუდოდ, ცოცხალია.
ამიერიდან მოლაპარაკებები მხოლოდ ცეცხლის ქვეშ წარიმართება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.